როგორ ქმნის სწორი გეგმარება და რეკრეაცია ჯანსაღ ეკოსისტემას?
თანამედროვე ურბანულ სივრცეში ეზო და გამწვანება მხოლოდ დეკორაცია აღარ არის. დღეს მთავარია, რამდენად პასუხობს პროექტის შიდა გეგმარება და ინფრასტრუქტურა ადამიანის ფიზიკურ თუ ემოციურ საჭიროებებს. „არქტური ლისი” სწორედ ამ პრინციპით დაიგეგმა - აქ თითოეული დეტალი ჯანსაღი ეკოსისტემის შექმნასა და შენარჩუნებას ემსახურება.
უსაფრთხოება და გააზრებული ფუნქციური ზონირება
„არქტური ლისის“ დაგეგმარებისას ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მაცხოვრებელთა უსაფრთხოება და სივრცის სწორი გადანაწილება იყო. ტერიტორია მორგებულია „მანქანებისგან თავისუფალი ეზოს" კონცეფციას - სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და მიწისქვეშა პარკინგი ისეა ორგანიზებული, რომ შიდა სივრცე სრულად იზოლირებულია გამონაბოლქვისა და მოძრავი ავტომობილებისგან. უზარმაზარი შიდა ეზო მთლიანად ეთმობა ფეხით მოსიარულეებს. ამასთან, ფუნქციური ზონირების წყალობით, ერთმანეთისგან იდეალურადაა გამიჯნული აქტიური სპორტული, საბავშვო-გასართობი და მშვიდი დასასვენებელი სივრცეები.
პროექტის გეგმარება და მასშტაბი
ჯანსაღი გარემო ასევე შენობების განლაგებითა და მასშტაბით განისაზღვრება:
- ბუნებრივი განიავება და განათება: ლისისთვის დამახასიათებელი დასავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარების გათვალისწინებით, შენობებს შორის არსებული სივრცეები ბუნებრივ კორიდორებად გარდაიქმნა. ეს ეზოებში სიგრილის შენარჩუნებასა და სუფთა ჰაერის მუდმივ მიმოქცევას უზრუნველყოფს, ბლოკებს შორის ოპტიმალური დაშორება კი - ბინების იდეალურ ბუნებრივ განათებას.
- დაბალსართულიანი არქიტექტურა: 5-სართულიანი განაშენიანება სივრცეს არ ტვირთავს და ადამიანის აღქმაზეა მორგებული. ეს მასშტაბი ინარჩუნებს უშუალო ვიზუალურ კავშირს შიდა ეზოებთან, ბინებიდან კი იშლება პანორამული ხედები, რაც მწვანე გარემოსთან სიახლოვის განცდას ამძაფრებს.
რეკრეაცია - ლისის მიკროკლიმატზე მორგებული ფლორა
გეგმარებით შექმნილ სივრცეს 14,400 კვ.მ. რეკრეაციული ზონა აცოცხლებს. „არქტური ლისის“ ეკოლოგიური ცენტრისთვის 575 სხვადასხვა ჯიშის ხე სპეციალურად ადგილობრივი მიკროკლიმატის გათვალისწინებით შეირჩა:
- მარადმწვანე მუხა და იტალიური ფიჭვი: სიმწვანეს წელიწადის ნებისმიერ დროს ინარჩუნებენ და გამოყოფენ ფიტონციდებს, რითაც ჰაერს ბაქტერიებისგან ბუნებრივად წმენდენ.
- ჰიმალაის კედარი და სოჭი: გამოირჩევიან მდგრადობით, მათი ხშირი ტოტები კი ბუნებრივი ხმაურის ეფექტურ ბარიერს ქმნის.
- იაპონური ნეკერჩხალი: ეზოს სეზონურ დინამიკასა და ვიზუალურ მრავალფეროვნებას მატებს.
„არქტური ლისის“ უსაფრთხო სივრცე, სწორი გეგმარება და რეკრეაცია ერთმანეთს სრულყოფილად ავსებს. სწორედ ამ მიზეზების გამო, აქ იქმნება გარემო, სადაც ადამიანი ყოველდღიურად ახალი ენერგიით ივსება.