არქტური ლისი
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • აირჩიე ბინა
ქარ / Eng
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • აირჩიე ბინა
არქტური X თიბისი

არქტური X თიბისი

დღევანდელ დღეს, როცა მთელი თბილისი სავსეა ახალი მშენებლობებით, ბინის შეძენა  პირველ რიგში ნდობის აქტია. უძრავ ქონებაში ინვესტირება ყოველთვის კითხვებთანაა დაკავშირებული: როდის დასრულდება? ხარისხიანად შენდება? რამდენად დაცულია ჩემი ფული? და თუ ბინაში ცხოვრებას აპირებთ, კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო იზრდება.


რას ნიშნავს თიბისისთან პარტნიორობა?

თიბისი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტია, რომელსაც უძრავი ქონების დეველოპმენტის დაფინანსებაში ლიდერის პოზიცია უჭირავს. ამ მიმართულებით ბანკის პორტფელი 2.1 მილიარდ ლარს აჭარბებს და 46%-იანი წილით სექტორის N1 დამფინანსებელია.

ბანკი მომხმარებლებს სთავაზობს სრულ ეკოსისტემას - უძრავი ქონების პროექტების შეფასებიდან და მონიტორინგიდან, იპოთეკური დაფინანსების შესაძლებლობამდე. შედეგად, ფინანსურ მაჩვენებლებს წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და წარმატებული პროექტები ამყარებს.

არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, როდესაც ქვეყნის უმსხვილესი ბანკი პროექტს სრულად აფინანსებს, ეს ნიშნავს, რომ პროექტი შესწავლილია სიღრმისეულად - იურიდიულად, ფინანსურად, ეთიკურად და რისკების გათვალისწინებით.

რა ბენეფიტებს იღებს მომხმარებელი?

პრაქტიკულ დონეზე, თიბისის ჩართულობა ნიშნავს:

  • მოქნილ იპოთეკას - ბაზრის ყველაზე კონკურენტულ პირობებთან წვდომა;

  • დაჩქარებულ პროცესს - სესხის დამტკიცება და გაფორმება ერთ სივრცეში;

  • გამჭვირვალობას - ნათლად ახსნილი და დოკუმენტირებული ფინანსური ვალდებულებები;

  • დაცულობას - თიბისის პროცესში თანამონაწილეობა, ყველა ეჭვსა და კითხვას პასუხობს.

როგორია არქტურში ბინის შეძენის პირობები?

  • მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება; 

  • გთავაზობთ გადახდის მოქნილ გრაფიკს;

  • ერთიანი გადახდის შემთხვევაში მოქმედებს ფასდაკლება;

  • გვაქვს გამარტივებული გადახდის პირობა მინიმალური თანამონაწილეობით მშენებლობის დასრულებამდე.

  • შიდა განვადების დასრულების შემდეგ, გადახდას გააგრძელებთ თიბისი ბანკის შემოთავაზებული ხელსაყრელი პირობებით.

კარგ სახლს აშენება უნდა. ნდობას - დამსახურება.

ჩვენ გვაქვს ორივე და ვცდილობთ ამას გავუფრთხილდეთ. 

„არქტურისა“ და თიბისის პარტნიორობა სწორედ ხარისხსა და სანდოობას აერთიანებს.

არ დაგავიწყდეთ: თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ სუბსიდირების სპეციალური პროგრამით, რაც თქვენს შენაძენს კიდევ უფრო ხელსაყრელს ხდის.

სუბსიდირების პროგრამის შესახებ მეტის გაგება ამ ბმულზე შეგიძლიათ 👇
https://archtour.ge/ka/posts/subsidirebis-programa

მოითხოვე ზარი
აირჩიეთ შენობა
არქტური ლისი
საქართველო, თბილისი, ფერმწერთა ქუჩა 111
T.
+995 032 2 50 20 27
E. info@archtour.ge
არქტური ლისი © 2026 Created By Webit