სუბსიდირების პროგრამა

სუბსიდირების პროგრამა

სუბსიდირების პროგრამა მრავალშვილიანი ოჯახებისთვისაა და ბინის შეძენის პროცესს ამარტივებს, იპოთეკური სესხის უნიკალური პირობებით. 
გამოიყენე 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხზე და გადმოდი ყველაზე ხარისხიან პროექტში ლისზე.


სუბსიდირებული იპოთეკური სესხი - შესაძლებლობა, რომელიც არქტურთან ერთად უნდა გამოიყენო

როცა ოჯახი იზრდება და ახალ ცხოვრებაზე ფიქრს იწყებ, პირველი, რაც თავში აზრად მოგდის, ლისზე ცხოვრებაა. ლისის ტბასთან, იმ იშვიათ ადგილზე, სადაც თბილისი ჯერ კიდევ სუნთქავს, ახალ ცხოვრებას ყოველთვიურად ათეულობით ოჯახი იწყებს.

თუ ადრე რთულად მისადგომ უბანში, უეზოო შენობაში, ქუჩის ხმაურთან და გამონაბოლქვთან ერთად ცხოვრება მეტნაკლებად ასატანი იყო, პატარას გაჩენასთან ერთად ყველა მშობელი უფრო დიდ, უფრო ჯანსაღ, უფრო უსაფრთხო ბინაზე იწყებს ფიქრს, თუმცა იპოთეკური სესხის გარეშე, უძრავი ქონების ყიდვის შესაძლებლობა, სამწუხაროდ ბევრს არ აქვს. სწორედ ამიტომ შეიქმნა სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მრავალშვილიან ოჯახებს იპოთეკური კრედიტის დაფარვაში ეხმარება.

რა არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხი?

იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც პანდემიის პერიოდში სამშენებლო სექტორის მხარდასაჭერად შეიქმნა, შემდგომ კი მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამად გადაკეთდა. ის ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ 3 ან მეტი შვილი, ან ჰყავთ ახალშობილი (დაბადებული 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ) იპოთეკური სესხის გადახდაში ეხმარება. პროგრამის მიზანი ახალგაზრდა და მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა.

რას აფინანსებს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა:

პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიან პირებს, ან ახალდაბადებული შვილის მშობლებს, შესაძლებლობა აქვთ მიიღონ 5 წლიანი სახელმწიფო სუბსიდირება იპოთეკურ სესხებზე, როგორც ახალ და ძველ აშენებულ პროექტებში, ასევე სახლის მშენებლობისთვის.

რას გულისხმობს სუბსიდირების პროგრამა?

პროგრამის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან, ან კერძო პირისგან უძრავი ქონების შეძენის/სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწიფო მოახდენს სესხის პროცენტის დაფინანსებას მაქსიმუმ 8%-ის ოდენობით 5 წლის ვადით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარს შეადგენს.

ვის შეუძლია ისარგებლოს სუბსიდირებული იპოთეკური სესხით?

ა) ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს 2021 წლის 1-ელი სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი; 

ბ) ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც აღების მომენტში ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;

გ) ოჯახს/მარტოხელა მშობელს/ქვრივს, რომელსაც სესხის აღების მომენტში ჰყავს არასრულწლოვანი შვილი, რომელიც 2021 წლის 1-ელი სექტემბრის შემდეგ აიყვანა