
ყველაფერი ერთ სივრცეში
„არქტური ლისის" პროექტი გამორჩეულია არა მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურით, არამედ მისი სტრატეგიული ლოკაციით, რომელიც მაცხოვრებლებს სრულფასოვან და კომფორტულ ცხოვრებას სთავაზობს.
მაინც რა ობიექტებია განთავსებული კომპლექსის შიდა ტერიტორიაზე?
კომპლექსის შიდა ტერიტორია მოიცავს მრავალფეროვან ობიექტებს: სპორტულ მოედანს, რეკრეაციულ სივრცეებს, საბავშვო მოედანს, კომერციულ ობიექტებს, ასევე მიწისქვეშა და მიწისზედა გადახურულ ავტოსადგომებს. შიდა ეზოში ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო და მშვიდ გარემოს.
ირგვლივ რა სტრატეგიული ობიექტებია ხელმისაწვდომი?
განათლების თვალსაზრისით, ყველაზე მოთხოვნად სკოლებამდე მისასვლელად მხოლოდ 2 წუთია საჭირო.
სპორტისა და დასვენების მიმართულებით: რაგბის სტადიონსა და იპოდრომზე მისვლა 10 წუთშია შესაძლებელი,
ფიტნეს დარბაზი „რეფორმა" 8 წუთის სავალზე მდებარეობს.
კვებისა და გართობის კუთხით: კაფე „ვერდე" 5 წუთის სავალ მანძილზეა.
ანუ რა ძირითადი უპირატესობა ახასიათებს "არქტური ლისის" ლოკაციას?
„არქტური ლისი" აერთიანებს ქალაქის ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობასა და ბუნებასთან სიახლოვეს, რაც ქმნის ოპტიმალურ საცხოვრებელ გარემოს.