არქტური ლისი
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • აირჩიე ბინა
ქარ / Eng
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • აირჩიე ბინა
ბოლო მყუდრო უბანი თბილისის ცენტრში

ბოლო მყუდრო უბანი თბილისის ცენტრში

თქვენი აზრით, რომელია თბილისში ყველაზე მყუდრო ცენტრალური უბანი?

ზოგადად, ქალაქები შიგნიდან გარეთ იზრდებიან ხოლმე, თუმცა ჩვენს დედაქალაქში
საქმე ასე მარტივად არ არის, მშენებლობების დიდი ნაწილი, სწორედ ცენტრალურ უბნებში მიმდინარეობს, რაც სიმყუდროვის მოყვარულ ადამიანებს გარეუბანში ცხოვრებისაკენ უბიძგებს.

თუმცა, ლისის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორია, დღეს თბილისში ყველაზე მოთხოვნადი ლოკაციაა და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ბოლო ცენტრალური უბანი დედაქალაქში, რომელიც სიმყუდროვესა და სიმშვიდეს ინარჩუნებს.

ზღვის დონიდან 624 მეტრზე, გარემო ბუნებრივად ჯანსაღია, ლისის ტბა მიწისქვეშა და ატმოსფერული წყლებით იკვებება, მის ირგვლივ არსებული მწვანე საფარი კი, ჯერ კიდევ 1930-იანი წლებში გაშენდა და თითქმის საუკუნეა ურბანული ცხოვრებისა და სიმშვიდის მოყვარულებისათვის უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის.

ლოკაცია

ლისი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უბანია, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ქალაქის რიტმსა და ბუნებას. აქ დაგხვდებათ სუფთა ჰაერი, ნაკლები ხმაური და თბილისის გამორჩეული პანორამული ხედები. 

დღეს ლისი უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, რაც მას საცხოვრებლად მიმზიდველ ადგილად აქცევს. აქ ყველაფერია, რაც თანამედროვე ადამიანს შეიძლება დასჭირდეს: საუკეთესო სკოლები, საბავშვო ბაღები, სუპერმარკეტები, კვების ობიექტები, ფიტნეს-ცენტრები და სხვ.

ინვესტიციის კუთხით, ლისი დღეს თბილისის ყველაზე პერსპექტიული წერტილია. ის ზუსტად იმეორებს ქალაქის პრესტიჟული უბნების განვითარების ტრაექტორიას და კაპიტალის დაბანდებისთვის სწორ გარემოს ქმნის. 

რატომ არის „არქტური“ ყველაზე მოთხოვნადი პროექტი ლისზე?

7 შენობა და მხოლოდ 5 სართული: დაბალი განაშენიანება უზრუნველყოფს მყუდრო გარემოს;
ჯანსაღი ეკოსისტემა: 14 400 კვ.მ. ფართობზე გადაჭიმული სარეკრეაციო ზონა და ეზო მანქანების გარეშე;
ჭკვიანი და ენერგოეფექტური სახლი: სმარტ საკეტების სისტემით აღჭურვილი ბინები, ენერგოეფექტური მასალები და შემცირებული კომუნალური ხარჯები;
ექსტერიერი და არქიტექტურა: იდეალური შიდა გეგმარების მქონე ბინები, ევროპული ხარისხის შავი ალუმინის კარ-ფანჯარა და ესთეტიური გარე ფასადი;
სანდოობა: თიბისი ბანკთან გაფორმებული პარტნიორობა და ზედმიწევნით ზუსტად დაცული სამშენებლო ვადები.

თუ აქამდე ფიქრობდით, რომ თბილისის ცენტრალურ უბნებში წყნარი ცხოვრება შეუძლებელია, „არქტური ლისი“ სწორედ ის პროექტია, რომელიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ და საშუალებას მოგცემთ ლისის ყველა უპირატესობა - ბუნება, სიმწვანე, სიმშვიდე და ინფრასტრუქტურული კომფორტი, საკუთარ ახალ სახლში გააერთიანოთ.



 

მოითხოვე ზარი
აირჩიეთ შენობა
არქტური ლისი
საქართველო, თბილისი, ფერმწერთა ქუჩა 111
T.
+995 032 2 50 20 27
E. info@archtour.ge
არქტური ლისი © 2026 Created By Webit