რატომ ირჩევენ ოჯახები არქტურს?
მშობლებისთვის ყველაზე დიდი ფუფუნება სიმშვიდეა, იმის ცოდნა, რომ მათი ძვირფასი ადამიანები უსაფრთხო სივრცეში იზრდებიან. სწორედ ამ ემოციამ და რაციონალურმა გათვლამ აქცია „არქტური ლისზე“ თანამედროვე ოჯახების მთავარ არჩევნად.
მნიშვნელობა არ აქვს ახლა იქმნება, იზრდება, თუ უბრალოდ საცხოვრებელს იცვლის, _ სასურველი ბინის შეძენა ნებისმიერი ოჯახის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.
წარმოიდგინეთ დილა, როდესაც ფანჯარას აღებთ და ოთახში ქალაქის ხმაურის, სამშენებლო მტვრისა და გამონაბოლქვის ნაცვლად ლისის ტბის სიგრილე შემოდის, იხედებით ეზოში, სადაც ბავშვების ჟრიამულს ავტომობილების სიგნალი არ ემატება, რადგან ამ ეზოში უცხო მანქანებით გადაადგილება აკრძალულია, იყურებით კარის მეზობლისაკენ, რომელიც რიგითი უცნობის ნაცვლად, თქვენთან საერთო ინტერესებით გაერთიანებული ახლობელია და მაშინაც კი, როცა ის ხმაურობს, თქვენ ამას ვერ გრძნობთ, რადგან თქვენს შენობაში ყველა ბინას აქვს უმაღლესი ხარისხის ხმის იზოლაცია.
ამ ბლოგში გაგაცნობთ 5 მიზეზს, თუ რატომ ამჯობინებენ თანამედროვე ოჯახები არქტური ლისზე ცხოვრებას ნებისმიერ სხვა ალტერნატივას.
#1 დაბალი განაშენიანება
ბავშვის ტვინი, რომელიც სხვაგვარად ვითარდება 5-სართულიანი შენობა არ არის მხოლოდ "დაბალი". ეს არის მეცნიერულად დადასტურებული უპირატესობა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის 2026 წლის იანვრის (Opportunity Insights) კვლევამ დაადასტურა ის, რასაც ინტუიციურად ისედაც ვგრძნობდით: გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, პირდაპირ ახდენს გავლენას მის მომავალზე და ფინანსურ მდგომარეობაზე. აღმოჩნდა, რომ დაბალი განაშენიანების (mid-rise) პირობებში გაზრდილი ბავშვები ზრდასრულობაში 16%-ით მეტს გამოიმუშავებენ.
„არქტურის“ პროექტი მხოლოდ 5-სართულიანია და ეს არ არის მხოლოდ არქიტექტურული სტილი, ეს ბავშვის განვითარების სტრატეგიაა, ეს ნიშნავს, რომ მშობელს ფანჯრიდან ერთი გახედვით შეუძლია დაინახოს თავისი შვილი ეზოში, რაც ეს ქმნის ბუნებრივი მეთვალყურეობის სისტემას, სადაც ბავშვი გრძნობს თავისუფლებას, მშობელი კი _ აბსოლუტურ კონტროლს შიშის გარეშე. ასეთ სიტუაციაში გამომუშავებული სოციალური უნარები (soft skill) კი 20 წლის შემდეგ ბავშვის წარმატებულ კარიერასა და მაღალ შემოსავალს განაპირობებს.
#2 ტბასთან სიახლოვე
„არქტური“ ლისის ტბიდან სულ რაღაც 3 წუთის სავალზეა. ეს ნიშნავს, რომ ყოველ საღამოს შეგიძლიათ ოჯახთან ერთად ისეირნოთ ბუნებაში, დაკავდეთ სპორტით, ან უბრალოდ ისუნთქოთ სუფთა ჰაერით, რაც დღევანდელ თბილისში, სამწუხაროდ იშვიათი შესაძლებლობაა.
ქალაქის ცენტრთან სიახლოვისა და რეკრეაციული ზონის ასეთი სინთეზი იშვიათი ბენეფიტია, რომელიც პირდაპირ აისახება თქვენი ოჯახის ჯანმრთელობაზე.
2022 წელს ISGlobal-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ ტბასთან სიახლოვე არ არის მხოლოდ ესთეტიკური სიამოვნება, ეს არის თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობის გარანტი, ის ბუნებრივი „ანტიდეპრესანტია“, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება თქვენს ორგანიზმს კორტიზოლის დონის შემცირებაში.
#3 ეზო მანქანების გარეშე
„არქტური“ ერთ-ერთი იშვიათი პროექტია, სადაც დაცულია „უსაფრთხო ეზოს“ პრინციპი, _ მანქანები შიდა პერიმეტრზე საერთოდ არ შედიან; მათთვის გამოყოფილია სპეციალური ადგილები გარე პერიმეტრზე. ეს ნიშნავს, რომ:
- თქვენს შვილს შეუძლია ველოსიპედით, ან სკუტერით უსაფრთხოდ გადაადგილდეს;
- თამაში აღარ ასოცირდება საფრთხესთან;
- ეზო ხდება სოციალიზაციის ცენტრი და არა “პარკინგი”.
ევროპული კვლევების თანახმად, (The Lancet Planetary Health, London king’s college) ბავშვთა ასთმის შემთხვევების მესამედი სწორედ მანქანების გამონაბოლქვითაა გამოწვეული.
არქტურის ეზო მხოლოდ ადამიანებისთვისაა. მანქანების გარე პერიმეტრზე გაყვანით,
ჩვენ შევქმენით სივრცე, სადაც თქვენი შვილის ყოველი ჩასუნთქვა უსაფრთხოა.
#4 ლოკაცია და ინფრასტრუქტურა
ოჯახური ცხოვრება ლოგისტიკის გარეშე წარმოუდგენელია. „არქტურის“ გარშემო არსებული ინფრასტრუქტურა სპეციალურად მშობლების საჭიროებებზეა გათვლილი. მაგალითად, ფეხით სავალ მანძილზეა წამყვანი სკოლები და ბაღები, რაც ნიშნავს, რომ დილას საცობებში გასატარებელი საათები შვილებთან ერთად საუზმობას დაუთმოთ.
გარდა ამისა, კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილი საბავშვო და დასასვენებელი სივრცეები უზრუნველყოფს, რომ ბავშვებს ყოველთვის ჰქონდეთ ადგილი განვითარებისთვის.
#5 მშენებლობის ხარისხი და ენერგოეფექტურობა
“არქტურის” პროექტში გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები რაც არამხოლოდ გარემოზე ზრუნვაა, არამედ თქვენი ოჯახის დაზოგილი ბიუჯეტიც, ანუ, ზამთარში სითბოს შენარჩუნება და ზაფხულში სიგრილე აქ გარანტირებულია. ხარისხიანი ხმის იზოლაცია კი ნიშნავს, რომ თქვენი პირადი სივრცე ყოველთვის დაცული იქნება.
შეჯამება
მშობლებისთვის ყველაზე დიდი ფუფუნება სიმშვიდეა, იმის ცოდნა, რომ მათი ძვირფასი ადამიანები უსაფრთხო სივრცეში იზრდებიან. სწორედ ამ ემოციამ და რაციონალურმა გათვლამ აქცია „არქტური ლისზე“ თანამედროვე ოჯახების მთავარ არჩევნად.
არქტური - ოჯახური ცხოვრება, რომლის უპირატესობა მეცნიერულად დადასტურებულია