ხარისხი, რომელიც გაგაკვირვებს

ხარისხი, რომელიც გაგაკვირვებს

„არქტური ლისში" ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ხარისხიანი და ენერგოეფექტური პროექტის მშენებლობა. სწორედ ამიტომ, ვირჩევთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებს და ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებს, რათა თქვენი ცხოვრება მაქსიმალურად კომფორტული და ეკონომიური იყოს.

რა მასალებია გამოყენებული მშენებლობისთვის?

შენობების მშენებლობისას გამოყენებულია ალუმინის კარ-ფანჯარა ენერგოეფექტური მინაპაკეტით და გაზო ბლოკი, რომელიც მაღალი თბოიზოლაციური თვისებებით გამოირჩევა. კედლები ილესება ეკოლოგიურად უსაფრთხო ფითხით, რაც ამცირებს სარემონტო სამუშაოების საჭიროებას და საღებავის მოხმარებას.

რა ეკონომიურ უპირატესობებს იძლევა ენერგოეფეტური მშენებლობა?

ენერგოეფექტურობა ნიშნავს, რომ ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილის შენარჩუნება მარტივია, რაც საბოლოოდ იწვევს კომუნალური გადასახადების, კერძოდ გათბობა-გაგრილების ხარჯების 30-50%-ით შემცირებას. გადახურვაზე გამოყენებულია TPO მემბრანა, რომელიც დამატებით ამცირებს სითბოს გადაცემას და ხელს უწყობს შენობის საერთო ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას.

და ხმაურისგან დაცვა?

არქტური ლისში ხმის საიზოლაციო მემბრანის გამოყენება უზრუნველყოფს ხმაურისგან დაცვას და ხელს უწყობს საცხოვრებელ სივრცეში სიმშვიდის შენარჩუნებას.

რა უზრუნველყოფს არქტურში დაცულობას?

უსაფრთხოების ასპექტი გათვალისწინებულია SMART LOCK საკეტის ინტეგრირებით, რომელიც უზრუნველყოფს დაცვის მაღალ დონეს, მარტივ წვდომას და შექმნილია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვით.