დეტალები, რომელსაც ვერ ამჩნევ
ბინის შერჩევისას პირველი, რასაც ვაკვირდებით, კვადრატული მეტრები, ლოკაცია და რენდერზე ასახული ლამაზი ვიზუალია. თუმცა იმას, რაც ყოველდღიურობაში ნამდვილ კომფორტს განსაზღვრავს, თვალი ერთი შეხედვით ვერ ამჩნევს.
დიდ დროში სახლს საცხოვრებლად სწორედ უხილავი ტექნიკური და საინჟინრო გადაწყვეტები აქცევს. “არქტური ლისის” დაპროექტებისას, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ დეტალებს დაეთმო.
1. მაღალი ჭერი - აუცილებელი კომფორტი, თუ სასურველი ბენეფიტი?
ადამიანების უმეტესობა სივრცეს მხოლოდ იატაკის ფართობით ზომავს, თუმცა რეალურ თავისუფლებასა და ჰაერის მოცულობას ჭერის სიმაღლეც ქმნის.
სტანდარტულ, დაბალჭერიან ბინებში ავეჯის განთავსების შემდეგ სივრცე ვიზუალურად ვიწროვდება და ჰაერი სწრაფად იხუთება. არქტურში 3.1 მეტრი სიმაღლის ჭერი სახლს მეტ ჟანგბადს აძლევს, ოთახის სიღრმეში ბუნებრივ სინათლეს თავისუფლად ატარებს და ინტერიერს მსუბუქ ხასიათს სძენს. ეს არის ბენეფიტი, რომელიც არქიტექტურულ გეგმაში არ ჩანს, მაგრამ სახლში შესვლისთანავე იგრძნობთ.
2. რა იმალება ალუმინის ჩარჩოს მიღმა ?
ყველა თანამედროვე კარ-ფანჯარა ვიზუალურად თანაბრად მიმზიდველია, თუმცა განსხვავება ტემპერატურის ცვალებადობასთან ერთად, რამდენიმე წელიწადში იჩენს თავს.
-
კარკასის მდგრადობა: არქტურში გამოყენებულია ევროპული ხარისხის, სამშრიანი ალუმინის პროფილი (1.6 მმ სისქით). მეტალოპლასტმასისგან განსხვავებით, ალუმინი ზამთრის ყინვასა და ზაფხულის სიცხეში არ დეფორმირდება და წლების შემდეგაც ინარჩუნებს პირვანდელ გეომეტრიას.
-
ავსტრიული MACO-ს მექანიზმები: ალუმინის კარ-ფანჯრის ხარისხს მხოლოდ კარკასი არ განსაზღვრავს. გადამწყვეტ როლს სწორედ მისი შიდა მექანიზმები ასრულებს. MACO-ს ავსტრიული საკეტები და მექანიზმი უზრუნველყოფს, რომ ფანჯარა ჰერმეტულად იხურებოდეს, რაც ინარჩუნებს ენერგოეფექტურობასა და ხმის იზოლაციას.
3. ფასადი, რომელიც არ ძველდება
ბევრი პროექტი საღებავით დაფარულ, ერთფეროვან ფასადს ირჩევს, რომელიც წვიმისა და მზის ზემოქმედებით მალევე ხუნდება, იბზარება და მუდმივ განახლებას საჭიროებს.
„არქტური ლისის“ ექსტერიერში გამოყენებულია ბუნებრივი აგური, ქვა და პრემიუმ ხარისხის კომპოზიტური ხის მასალები. ეს მასალები დროის სვლას არ ემორჩილება და პირვანდელ იერსახეს ბოლომდე ინარჩუნებს, მისი ბუნებრივი ტექსტურა კი რბილია და შენობას თბილ ხასიათს მატებს.
4. ეზო, დამოუკიდებელი სივრცეებით
ეზოს ქონა ავტომატურად არ ნიშნავს მშვიდ დასვენებას, თუ ტერიტორია სწორედ არ არის ზონირებული.
არქტურის 14,400 კვ.მ რეკრეაციულ სივრცეში ფუნქციური ზონირება მკაცრად დაცულია :
-
აქტიური სპორტული მოედნები და ბავშვების სათამაშო ზონები გამოყოფილია მშვიდი დასვენების კუთხეებისგან;
-
საფეხმავლო ბილიკები ისეა დაგეგმარებული, რომ მოსეირნე ადამიანს სპორტული აქტივობა, ან ბავშვების თამაში დისკომფორტს არ უქმნიდეს;
-
სრულად იზოლირებული ავტოსადგომები კი გამორიცხავს ეზოში მანქანის გამოჩენას.
ნამდვილი ხარისხი მაშინ იგრძნობა, როცა სახლი შენზე შეუმჩნევლად, ყოველდღე ზრუნავს. არქტურში გაიგებ, როგორია ცხოვრება სივრცეში, სადაც ყველა დეტალზე წინასწარ არის ნაფიქრი.