რატომ ირჩევს თანამედროვე მყიდველი არქტური ლისის დაბალ განაშენიანებას?
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მომხმარებლის მოთხოვნები პრინციპულად იცვლება. თანამედროვე მყიდველი უპირატესობას ცენტრალური უბნებიდან ოდნავ დაშორებულ, დახურული ტიპის საცხოვრებელს, ეკოლოგიურ გარემოსა და ქონების საინვესტიციო პერსპექტიულობას ანიჭებს.
სწორედ ამ მოთხოვნების საპასუხოდ, დეველოპერულმა კომპანია არქტურმა ლისის ტბიდან 3 წუთის სავალზე, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი არქტური ლისი შექმნა, რომელიც შვიდ დამოუკიდებელ, ხუთსართულიან შენობას აერთიანებს.
გვესაუბრება არქტური ლისის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა გოგოლაძე
„ლისი დღეს თბილისის ყველაზე პერსპექტიული უბანია. ის ზუსტად იმეორებს ქალაქის პრესტიჟული უბნების განვითარების ტრაექტორიას და კაპიტალის დაბანდებისთვის სწორ, სტაბილურ გარემოს ქმნის. ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა პროექტი, რომელიც ჰარმონიულად გააერთიანებდა ქალაქის რიტმსა და ხელუხლებელ ბუნებას.
არქტური ლისის პროექტში ჩვენ არამხოლოდ ვპასუხობთ საერთაშორისო სტანდარტებს, არამედ ვამკვიდრებთ კიდეც. დაბალი განაშენიანება კი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის 2026 წლის იანვრის (Opportunity Insights) კვლევამ დაადასტურა, რომ გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, პირდაპირ ახდენს გავლენას მის მომავალსა და სოციალურ-ეკონომიკურ სტატუსზე. აღმოჩნდა, რომ დაბალი განაშენიანების პირობებში გაზრდილი ბავშვები ზრდასრულობაში 16%-ით მეტად თვითრეალიზებულნი არიან.
კითხვა : მოდი ცოტა რიცხვებზეც გადავიდეთ, რა ეტაპზეა მშენებლობა და რამდენი აპარტამენტია ჯამურად ხელმისაწვდომი?
უკვე დასრულებულია პირველი და მეორე შენობების მშენებლობა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მე-3 და მე-4 შენობის სამუშაოები. საცხოვრებელი კომპლექსი ჯამში 895 აპარტამენტს აერთიანებს. მშენებლობა ხორციელდება ეკოლოგიურად სუფთა, ენერგოეფექტური და უმაღლესი ხარისხის მასალებით.
ცალკე აღნიშვნის ღირსია გარე ფასადი და მისი ესთეტიკა, რომელიც ჩვენს მობინადრეებს ძალიან მოსწონთ და გამვლელთა ყურადღებას შორიდანვე იქცევს.
კითხვა : ამ ბოლო დროს ხშირად გვესმის ეს სიტყვები, ამიტომ თქვენც გკითხავთ, რას ნიშნავს არქტური ლისის მულტიფუნქციური გარემო?
არქტურში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შიდა ტერიტორიის ფუნქციურ დატვირთვას, სადაც უნდა აღინიშნოს, რომ ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია.
შესაბამისად, მობინადრეებს აქ დახვდებათ:
-
14 400 კვ.მ. ფართობის სარეკრეაციო ზონა;
-
575 განსხვავებული ჯიშის ხე და გამწვანებული სივრცეები;
-
სპორტული და საბავშვო მოედნები;
-
მიწისქვეშა და მიწისზედა გადახურული ავტოსადგომები;
-
და ეზო მანქანების გარეშე.
კითხვა : ბინების ტიპების მიხედვით რამდენად მრავალფეროვანი არჩევანი გაქვთ?
არქტურში ბინების დაგეგმარება მოიცავს მოქნილ შეთავაზებებს როგორც საცხოვრებლად, ისე საინვესტიციოდ.
მაგალითად, გვაქვს ერთსაძინებლიანი ბინები 41.5 კვ.მ-დან და ორსაძინებლიანი ბინები 53.8 კვ.მ-დან.
აპარტამენტები მომხმარებელს მწვანე კარკასის მდგომარეობაში ბარდება.
მოქნილი შიდა გეგმარება მობინადრეებს საშუალებას აძლევს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, სივრცე საკუთარი გემოვნებით მოაწყონ და მაქსიმალურად მოირგონ საკუთარ ყოველდღიურობასა და ინტერესებზე.
კითხვა : მოდი პროექტის ფინანსურ უზრუნველყოფაზეც გვითხარით..
არქტურის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი - TBC ბანკია, რაც მომხმარებლის ფინანსურ დაცულობას, პროცესების სრულ გამჭვირვალობასა და იპოთეკის საუკეთესო პირობებს უზრუნველყოფს.
არქტური ლისის ბინის შეძენის მსურველებისთვის მოქმედებს შიდა უპროცენტო განვადება და გადახდის მოქნილი, ინდივიდუალური გრაფიკიც."