არქტური ლისი
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • არქტური 360
  • აირჩიე ბინა
ქარ / Eng
  • მთავარი
  • პროექტის შესახებ
  • კონტაქტი
  • არქტური 360
  • აირჩიე ბინა
არქტური 360° - როცა ბინის შეძენა დასაწყისია

არქტური 360° - როცა ბინის შეძენა დასაწყისია

ბინის შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ცხოვრებაში. თუმცა, რეალობაში ხშირად ისე ხდება, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მყიდველსა და დეველოპერს შორის, კომუნიკაცია ბუნდოვანია და ინფორმირებულობა ნაკლები. 

არქტურში გვჯერა, რომ მომხმარებელთან ურთიერთობა სწორედ ბინის შეძენის შემდეგ იწყება.

ამ მიდგომის საფუძველზე შეიქმნა არქტური 360° - ციფრული ეკოსისტემა, რომელიც მობინადრეს საკუთარ ბინასთან და ბრენდთან მუდმივ კავშირში ამყოფებს.

 

ყველაფერი ერთ სივრცეში

არქტური 360° უძრავი ქონების პერსონალური კაბინეტია, სადაც თავმოყრილია ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია უძრავი ქონების შესახებ. მომხმარებელს ციფრულად შეუძლია ნახოს:

 

  • რომელ ბლოკში და რომელ სართულზე მდებარეობს მისი ბინა;

  • ბინის გეგმარება - 2D და 3D ვიზუალიზაციები;

  • ხელშეკრულებები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები;

  • გადახდების სრული ისტორია და გრაფიკი;

  • დაფარული და დარჩენილი თანხები;

  • შიდა განვადების სტატუსი;

  • განხორციელებული გადახდების კურსი და თარიღები;

  • პირადი მენეჯერის საკონტაქტო ინფორმაცია;

  • მიმდინარე აბონირების ინფორმაცია და სხვა…

 

მომხმარებელს აღარ სჭირდება სხვადასხვა დოკუმენტის ძიება ან ინფორმაციის მისაღებად არაერთი ზარის განხორციელება - ყველაფერი ერთ, დაცულ და მარტივად გამოსაყენებელ სივრცეშია ხელმისაწვდომი.

 

მუდმივი კავშირი საკუთარ სახლთან

ახალი სახლის მოლოდინი ემოციური პროცესია. არქტური 360° სწორედ ამ ემოციური კავშირის შენარჩუნებას ემსახურება.

პლატფორმის საშუალებით მობინადრეები მუდმივად იღებენ ინფორმაციას პროექტის მიმდინარეობის შესახებ, ეცნობიან სიახლეებს, დაგეგმილ შეხვედრებსა და მნიშვნელოვან განახლებებს. ასევე, ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საკუთარ საკომუნიკაციო მენეჯერს ან გამოიყენონ ცხელი ხაზი.

ეს ნიშნავს, რომ მობინადრე ყოველთვის ინფორმირებულია და ზუსტად იცის, რა ეტაპზეა მისი მომავალი სახლი.

 

360° გამოცდილება

არქტური 360° მხოლოდ ინფორმაციის სანახავი პლატფორმა არ არის. ეს არის სრულფასოვანი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც მობინადრეს საკუთარი უძრავი ქონების მართვის შესაძლებლობას აძლევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არქტურელებმა თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნონ არა მხოლოდ ბინის არჩევისას, არამედ ახალ სახლში დასახლების შემდეგაც. 

ბინის შეძენა პროცესის დასასრული არ არის ეს მხოლოდ დასაწყისია, რომელსაც არქტურში გაიგებ.

 

ვიდეო: https://www.facebook.com/share/v/192SmgvtPh/ 

მოითხოვე ზარი
აირჩიეთ შენობა
არქტური ლისი
საქართველო, თბილისი, ფერმწერთა ქუჩა 111
T.
+995 032 2 50 20 27
E. info@archtour.ge
არქტური ლისი © 2026 Created By Webit